სტანისლავ ლობოტკა, რუდი გარსია
Aa
Aa

ლობოტკა: „გარსიას სხვა სტილი აქვს, რომელთანაც შეჩვევა გვჭირდება“

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა, სტანისლავ ლობოტკამ, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, სლოვაკურ მედიასთან რუდი გარსიას სათამაშო სქემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს ამასთან შეჩვევა მოუწევს. სლოვაკმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მარცხიც შეაფასა.

რა თქვა ლობოტკამ:

გასულ წელს, ჩვენგან სკუდეტოს მოგებას არავინ ელოდა, ახლა კი თამასა ბევრად მაღლა ავწიეთ. იტალიაში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი გუნდი გაძლიერდა, რის გამოც კონკურენციამაც მოიმატა. შესაბამისად, ამ გუნდების წინააღმდეგ თავის დაცვაც ბევრად რთული იქნება.

რაც შეეხება „ლაციოსთან“ მარცხს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მათ ძალიან კარგად გაშიფრეს ჩვენი სქემა. „ლაციო“ ძლიერი გუნდია და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. სეზონი ახალ მწვრთნელთან ერთად დავიწყეთ და შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. სპალეტისგან განსხვავებით, განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ზოგადად, ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს, უბრალოდ ამასთან მიჩვევაა საჭირო.

3 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 სექტემბერს სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში ნიდერლანდურმა მედიამ და აიაქსის ფანებმა