რატი ანდრონიკაშვილი, მურსია
Aa
Aa

ანდრონიკაშვილმა ესპანური მურსია დატოვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმა ესპანური მურსია დატოვა. ინფორმაცია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, თანამშრომლობის დასრულების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ რატი ანდრონიკაშვილი „მურსიას“ გასული წლის ნოემბერში შეუერთდა. 2022/23 წლების სეზონში ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე საშუალოდ 5:23 წუთი გაატარა და ასევე საშუალოდ, 2.2 ქულა, 1.2 გადაცემა და 0.5 მოხსნა დააგროვა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი“ - ზუროსი მიდის?
„ახლა უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი“ - ზუროსი მიდის?