მიკა რიჩარდსმა გადაარჩინა - როი კინს თავს დაესხნენ
პრემიერ ლიგის გასულ ტურში „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა. მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ ყოფილ ფეხბურთელს როი კინს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მატჩი დასრულდა, თუ არა, როი კინი მიკა რიჩარდსთან ერთად სტადიონზე შედიოდა, რათა ლაივ მაუწყებლობა დაეწყო. ამ დროს კი მას გულშემატკივარი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც Sky Sports იუწყება, ლეგენდარული ირლანდიელი მიკა რიჩარდსმა დაიცვა და თავდამსხმელი სწორედ მან შეაჩერა. შემდეგ კი საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ.
როგორც ირკვევა, დამნაშავე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მას სულ მალე სასამართლო პროცესი ელის, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რამდენი ხნით ჩაჯდება ციხეში.