ალ იტიჰადის დელეგაცია ლივერპულშია - 200 მილიონი სალაჰის სანაცვლოდ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საუდის არაბეთში არაერთი ვარსკვლავი გადავიდა. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით, აზიურ კონტინენტზე სატრანსფერო ფანჯარა კვლავ ღიაა და „ალ იტიჰადი“ გუნდის გაძლიერებას ისევ გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გუნდის მთავარი სამიზნე მოჰამედ სალაჰია. „ალ იტიჰადმა“ გასულ კვირას „ლივერპულს“ 150-მილიონიანი წინადადებით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.
იურგენ კლოპმა ღიად განაცხადა, რომ სალაჰი არ გაიყიდება და მომავალ სეზონში მერსისაიდული გრანდის მაისური ეცმევა.
ამ ყველაფრის ფონზე, ბრიტანული მედია იუწყება, რომ „ალ იტიჰადის“ დელეგაცია ახლა ლივერპულში იმყოფება და მოლაპარაკებას აწარმოებს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპის გუნდს, „ფარანოის“ სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც მის რეალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია უცნობია.