მალე კონტრაქტს გააფორმებს - რამოსი სევილიაში ბრუნდება
როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენის“ დატოვების შემდეგ, სერხიო რამოსი უგუნდოდ არის.
ვეტერან ესპანელს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, როგორც საუდის არაბეთიდან, ისე თურქეთიდან. მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „გალათასარაი“ იჩენდა და მხარეები თითქმის ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
Sergio Ramos, landed in Sevilla to sign his contract today ⚪️???????? #Sevilla
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 4, 2023
“It goes for my father, my grandfather and Antonio Puerta”. ❤️????????
???? @MarioMijenzpic.twitter.com/gQ0gr74Qe9
ვიგებთ, რომ ლეგენდარული ესპანელი სევილიაში ჩაფრინდა და სულ მალე ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. რამოსი მშობლიურ კლუბში ბრუნდება. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილი კაპიტანი „სევილიას“ აკადემიაში 1996 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში კი 2004 წელს ჩაირიცხა. ამის შემდეგ, რამოსმა გეზი „სამეფო კლუბისკენ“ აიღო და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ მადრიდში გაატარა.