ანდრეს კარასკო
Aa
Aa

ანდრეს კარასკო: „ესპანეთს რთული მატჩი ექნება, საქართველოს მოგებაც შეუძლია“

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეს კარასკომ EFE-ს ინტერვიუ მისცა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა „ფურია როხა“ გააფრთხილა და მოუწოდა, „ჯვაროსნებთან“ მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებული შეხვდეს.

„ესპანეთს რთული მატჩი ექნება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართვენლოს ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს. თუ ქართველებმა თავიანთი იარაღები გამოიყენეს, მოგებაც შეეძლებათ. მათი იარაღები სისწრაფე, კომბინაციები და სწრაფი კონტრშეტევებია“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება და მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

გეტყვით იმასაც, რომ 3 მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა და მეორე ადგილზე ვიმყოფებით. ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. „ფურია როხასთან“ მატჩის შემდეგ, სწორედ ერლინგ ჰოლანდის ნაკრებს დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო“ | აფელაიმ მიქაუტაძის დებიუტი შეაფასა
„წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო“ | აფელაიმ მიქაუტაძის დებიუტი შეაფასა