ლიონელ მესი, ნეიმარი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“მე და მესი ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით“ - ნეიმარი პარიზულ წლებზე

ნეიმარს და მესის, რომ პარიზული კარიერა აერიათ ეს ახალი არავისთვის არის. ლეო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, ხოლო ნეიმარი „ალ ჰილალში“.

საუდის არაბეთში გადაბარგების შემდეგ, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა შექმნილ პრობლემებზე ღიად ისაუბრა.

ნეიმარი:

„პარიზში მესისთან ერთად გატარებული პერიოდით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სევდიანი გახდა. ლეო მონეტის ორივე მხარეს იცხოვრა. წავიდა სამოთხეში არგენტინის ნაკრებთან ერთად და პარიზში ჯოჯოხეთში დაბრუნდა. მე და მესი ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით.“

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა შემტევმა პარიზული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 173-ჯერ მოირგო, 118 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის 2 საგოლე პასი და ალბას გოლი - ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელესს მოუგო
მესის 2 საგოლე პასი და ალბას გოლი - ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელესს მოუგო