სუპერ შედეგი - გავიმ ახალი ისტორია დაწერა
ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გავი.
აღნიშნული დაპირისპირება კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ისტორიული აღმოჩნდა. გავი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი (2004 წელს ან მის შემდეგ დაბადებული), რომელმაც ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელ გუნდებს შორისს 100 მატჩი ჩაატარა. ასეთი მიღწევა არასდროს არავის ჰქონია.
100 მატჩში 19 წლის ნახევარმცველმა 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა. დღეს „ბარსელონა“ მის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
შეგახსენებთ, რომ პავბლო გავირა კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი გახლავთ. პირველ გუნდში კი 2021 წლიდან თამაშობს.
100 - Gavi disputará su partido oficial n.º 100 con el primer equipo del FC Barcelona (6 goles y 11 asistencias), convirtiéndose en el primer jugador nacido en el 2004 o posterior que alcanza esta cifra con un equipo de las cinco grandes ligas europeas. Tesoro. pic.twitter.com/HY3SM3DO2l
— OptaJose (@OptaJose) September 3, 2023