ივა გელაშვილი, მასიმილიანო ალვინი
Aa
Aa

გელაშვილის დებიუტი და შეფასება | რა თქვა მისმა თავკაცმა და რა დაწერეს პრესაში?

ქართველმა ფეხბურთელმა, ივა გელაშვილმა „სპეციას“ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და „კომოსთან“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ახალგაზრდა მცველმა მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა და მეორე ნახევრის სტარტზე (46-ე წუთზე), „ბიანკის“ თავკაცმა, მასიმილიანო ალვინიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა.

„სპეცია“ „კომოსთან“ 0:1 დამარცხდა და მატჩის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი მცველების, ლუკას მიულისა და ივა გელაშვილის თამაშზე ისაუბრა: „მიული და გელაშვილი კარგი ფეხბურთელები არიან. აშკარაა, რომ მათ დრო სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, თავიანთ წვლილს ისინიც შეიტანენ.

მათი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება და სპეციასთან და იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციას გადიან, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მთელი გუნდი უნდა გაერთიანდეს და იტალიის სერია A-დან გავარდნის გამო მიღებული უარყოფითი ემოციები წარსულში დატოვოს. დარწმუნებული ვარ, მუშაობითა და დროის წყალობით, ჩვენი გულშემატკივრების გახარებას დავიწყებთ. დღევანდელი შედეგის გამო ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ უკეთეს სპეციას იხილავთ“.

გელაშვილის თამაში ადგილობრივმა გამოცემამ, Città della Spezia-მაც შეაფასა და აი, რას წერს ქართველ ფეხბურთელზე: „მარტივი არაა სადებიუტო შეხვედრა გამართო გუნდში, რომელიც რთულ მდგომარეობაში იმყოფება და შენთვის ახალ ტაქტიკას იყენებს. ქართველს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია, თუმცა, მაღლა აწეულ დაცვის ხაზში თამაში გაუჭირდა“.

ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, „სპეციას“ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ბიანკის“ მომდევნო მატჩი 15 სექტემბერს ელის და თბილისის დროით, 22:30-ზე, „ვენეციას“ დაუპირისპირდება, რომელიც 8 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსის ფრე სიტარდთან | მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
აიაქსის ფრე სიტარდთან | მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა