გოლი გათამაშების ლიდერთან! - სიგუამ ბაზელი წაგებას გადაარჩინა
შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში, გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერს, „ციურიხს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ გაბრიელ სიგუა თამაშში აქტიურად ჩაერთო და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ თავისი გუნდი საკუთარ მოედანზე არ დამარცხდა.
სიგუას შემოსვლიდან 4 წუთში, „ბაზელმა“ ვეიგას გოლით წონასწორობა მინიმუმამდე შეამცირა, შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი გაბრიელ სიგუამ სტუმართა კარის აღება შეძლო, რითაც მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ 1 ქულაც მოიპოვა.
6 ტურის შემდეგ, „ბაზელს“ შვეიცარიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. გაბრიელ სიგუას გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 სექტემბერს, „ბოსპორუსის“ წინააღმდეგ გამართავს.