ილიას ზუროსი
Aa
Aa

„ახლა უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ბერძენი“ - ზუროსი მიდის?

ილიას ზუროსმა ავსტალიასთან (84:100) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და საკმაოდ ემოციურად ისაუბრა.

„მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ავსტრალია ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. ვწუხვარ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ.

მადლობა FIBA-ს, რომ ასეთი კარგი მასპინძლობა გაგვიწია. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველ შეხვედრაში მხარს ბოლომდე გვიჭერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს, მოთამაშეებს, რომლებმაც იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვფიქრობდით.

ჩვენ მსოფლიოს უძლიერეს 16 ნაკრებში მოვხვდით და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

ჩემი მომავალი? ახლა ამაზე ვერაფერს ვიტყვი...

ნაკრებში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ასე დასრულება რთულია. მე ყველა მოთამაშე მიყვარს, მიყვარს ქვეყანა და ყველა მიყვარს. ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძნად. მე ამ გუნდში მთელი გული ჩავდე“. განაცხადა ილიას ზუროსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შორეული გასროლა და გოლი - ლობჟანიძის მაგარი მატჩი MLS-ში
შორეული გასროლა და გოლი - ლობჟანიძის მაგარი მატჩი MLS-ში