„ძვირფასო 12 წლის რიო..
განაგრძე სვლა..
თავი დახარე..
და უბრალოდ გზა გააგრძელე..
მოედანი გზის მეორე მხარეს არის, მხოლოდ 100 მეტრი გაშორებს..
გასასვლელი არც ისე შორს არის. შენ უბრალოდ ეს ბოშების ბანაკი უნდა გაიარო. ხალხი დაგიძახებს და გავლის დროს სისულელეებს მოგაძახებენ.. შენ კარგად იცი ამ ბანაკების შესახებ.. სახიფათოა.. იცი? ეს ბანაკები ძაღლებით სავსეა და შენ ძაღლები გძულს..
უბრალოდ თავი დახარე და სიარული განაგრძე..
შენმა მეგობარმა გევინმა იმ პარკის და ბანაკების შესახებ გაიგო. და რაც მთავარია, მან გაიგო იმ ბიჭების შესახებ, რომლებიც იქ თამაშობენ..
„ისინი ბოროტები არიან“ - გითხრა გევინმა
და როდესაც საბოლოოდ მიხვალ ჯაჭვის ღობეზე არსებულ ხვრელთან, გადაწიე მავთულები და ბურგესის პარკის მოედანზე მიდი.. მეგობარო, დამიჯერე ღირს..
იცი? დაუყოვნებლივ არავინ გათამაშებს, რადგან რაღაცები გექნება დასამტკიცებელი. იქ 25-30 კაცი დაგხვდება და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ მინდორზე შესაძლოა ერთი პატარა გამხდარი ბიჭი შეხვდეთ.. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. ასე რომ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ იქნება გამორჩეულად აგრესიული და ხმამაღალი... მაგრამ ეს შენ არ იქნები..
მანდ სიარული არ შეწყვიტო, ყოველ კვირას მიდი. მაშინაც კი, თუ შენ უბრალოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდები.. საჭიროა, რომ მხოლოდ ერთხელ შეგამჩნიონ და საბოლოოდ ამას გააკეთებენ კიდეც..
დაგიძახებენ: „ჰეი ბავშვო, გინდა ფეხბურთის თამაში?“
რა თქმა უნდა, დათანხმდები და შენ ნამდვილი კაცების წინააღმდეგ ითამაშებ. ისინი არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. აფრიკა, ნიგერია, განა.. ფიზიკურად ძალიან ძლიერები და სწრაფები არიან და თუ შენ ბურთს ზედმეტად დიდხანს გაიჩერებ, აუცილებლად წაგართმევენ..
თამაშის დროს მოედანზე იმდენჯერ დაეცემი, რომ ეჭვი გაგიჩნდება იქ უნდა იყო, თუ არა..
მაგრამ მომისმინე რიო.. როდესაც ეს მოხდება, მინდა 2 რაღაც გააკეთო..
ადექი!!
შემდეგ შეხედე შენს გუნდელებს და ხმამაღლა დაუძახე: „კიდევ ერთხელ მომეცით პასი“!!
ისწავლე და იმუშავე..
ეს არის მომენტები, რომლებიც უკეთესს გაგხდის.. არასდროს დანებდე და ბურგესის პარკში სიარული არ შეწყვიტო!!
გახსოვდეს, დედას არ უთხრა სად დადიხარ, თორემ დაგიშლის..
საკუთარ თავს გამოცდა მოუწყვე და არ დანებდე!!
არაფერი იქნება იმაზე კარგი, როცა პარკში მიხვალ და შენზე იტყვიან: „ეს ის სუპერ ბიჭი არ არის? მან აუცილებლად უნდა ითამაშოს..“
კვირაობით იქ გატარებული 3 საათი შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეები იქნება, რადგან პატარა ასაკში ზრდასრულ მამაკაცებს შენს სიძლიერეს დაუმტკიცებ!!
მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ!! ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ იგრძნობ, როცა ფეხბურთის თამაშს ნამდვილად ისწავლი. რეალურად შენ იმ ბიჭებზე დიდი და სწრაფი არ ხარ და ეს უნდა გამოიმუშაო!!
დიახ, ამ ყველაფრის გაკეთებას შენ შეეცდები!!
პასი უნდა გააკეთო და გაიქცე..
ბურთი დიდხანს არ გაიჩერო, რადგან 10 აფრიკელი მამაკაცი იმ წამსვე დაგიყვირებს..
ეს ყველაფერი გაგაუმჯობესებს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც.. შენ გეცოდინება, რომ რაიმეს მისაღწევად მსხვერპლი უნდა გაიღო.
გიმეორებ, იქ ყოველ კვირას უნდა დაბრუნდე, რომ კარგი ფეხბურთელი გახდე!!
ფეხბურთელობა იმისთვისაც გენდომება, რომ შენი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.. ყელში გექნება ამოსული გამუდმებით სროლის, ჩხუბის და ყვირილის ხმის მოსმენა..
გამოიყენე ფეხბურთი ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად. როდესაც „ვესტ ჰემში“ პირველ კონტრაქტს მოაწერ ხელს, კარგად გეცოდინება, თუ რატომ აკეთებ ამას!! რა თქმა უნდა, ფეხბურთი გიყვარს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, რისი გაკეთება შეუძლია ამ სპორტს შენთვის და შენი ოჯახისთვის!!
რასაც არ უნდა აკეთებდე, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, ვარჯიშზე არასდროს დააგვიანო!!
მხოლოდ 20 წუთი გჭირდება..
„ვესტ ჰემის“ აკადემიაში შენზე უკეთესი ფეხბურთელებიც იქნებიან, მაგრამ მათ შენნაირი დისციპლინა არ ექნებათ!!
როდესაც პირველ გუნდში მოხვდები, ეს საკმაოდ სახალისო იქნება..
ლონდონი დიდი ქალაქია და მეგობრებს შეიძენ. დაესწრები წვეულებებს და ცერემონიებს. ეს ყველაფერი ტკბილეულის მაღაზიაში შესვლას ჰგავს..
იცი? 18 წლის ასაკში დისციპლინას დაკარგავ და პრობლემები შეგექმნება. შეცდომებს დაუშვებ და გახდები ზუსტად ის, რაც ხარ - ბიჭი პეკჰემიდან!!
ეს ყველაფერი ევრო 2000-ზე ნაკრებში ადგილის წართმევად დაგიჯდება. ყველაფერი ადვილად უნდა მიგეღო, მაგრამ შენმა ქმედებებმა მიღწეული წყალში ჩაყარა..
რამდენიმე წლის შემდეგ, „ჩელსიდან“ დაგირეკავენ და შენ ისეთი რამ უნდა გააკეთო, რაც ალბათ გიჟურად ჟღერს..
ლონდონიდან უნდა წახვიდე..
კონტრაქტი „ლიდსთან“ უნდა გააფორმო..
საქმე ფულს და ტიტულებს არ ეხება. შენ ლონდონიდან წასვლა გჭირდება, რადგან ისეთი ადგილი უნდა იპოვო, სადაც კონცენტრაციას მხოლოდ ფეხბურთზე მოახდენ!!
შენ გჭირდება, რომ ნამდვილი პროფესიონალი გახდე და „ლიდსში“ ამას მოახერხებ..
ყოველთვის ლონდონელი ბიჭი იქნები, მაგრამ ლიდსი შენთვის განსაკუთრებული ადგილი გახდება..
იქ ისე განვითარდები, რომ მალე კაპიტანი გახდები და შენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარები.. და რაც მთავარია, დისციპლინას დაიბრუნებ!!
და შენ საბოლოოდ დაიკავებ ადგილს ინგლისის ნაკრებში 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. მუნდიალზე რაღაც მოხდება და შენ ლიდერობას საკუთარ თავზე აიღებ. ასევე, ამ ყველაფრისგან ძალიან ბევრს ისწავლი, მაგრამ ეს ყველაფერი „ლიდსის“ გარეშე არ მოხდება.
როგორ მიხვდები, რომ ლიდერი ხარ? ეს მაშინ მოხდება, როდესაც ნიკი ბატის გონების მართვას დაიწყებ..
„რიო გაჩუმდი!! მხოლოდ შენი ხმა ისმის“..
და სწორედ ამ დროს მიხვდები..
წლების განმავლობაში სხვადასხვა მწვრთნელები გეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ ფეხბურთელი, რომელსაც მეტი საუბარი სჭირდება. რომ შენ ხარ ფეხბურთელი, ვინც გუნდს მართავს!!
მუნდიალზე თითქოს რაღაც ჩამოვარდა და შენ საბოლოოდ მიხვდები.. გახდები თავდაჯერებული და შენს როლს მოირგებ. უნდა იცოდე, თუ რას აკეთებს მარჯვენა მცველი ან ნახევარმცველი.. ასე საქმე გაცილებით გაგიადვილდება.. შენ იპოვი შენს ხმას მოედანზე!!
მიუხედავად ამ ყველაფრისა, შენ სხვა გაკვეთილების სწავლაც მოგიწევს. საკმაოდ კარგად გაქვს ათვისებული ემოციების კონტროლი. ეს ყველაფერი შენ ბურგესის პარკის ბიჭებთან თამაშით ისწავლე..
როდესაც მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ გახვალ, შენში ემოციები იფეთქებს.. შენ გადახედავ და დაინახავ გარყვნილ, სუფთა ლეგენდებს.. რონალდო, რივალდო, რონალდინიო.. ტრიბუნაზე გაიხედავ და დაინახავ დედას, მამას, შეყვარებულს.. ოჯახს..
და შემდეგ დაიწყება ეროვნული ჰიმნი..
ჰიმნის დროს აჯანყების სურვილი გაგიჩნდება და ცრემლები წამოგივა, მაგრამ ეს თამაშზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. თამაშზე ფოკუსირებას ბოლომდე შეძლებ..
ინგლისი 2:1-ს წააგებს..
როდესაც მოედნიდან გახვალ, საკუთარ თავს ეტყვი რაღაცას, რაც შენს მთელ კარიერას შეცვლის!!
„ამ დღის შემდეგ, არასდროს ავყვები ემოციებს და თამაშის დროს არ გადმოვიტან!!..“
გასაცნობიერებლად რთული იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შენს ცხოვრებაში გამოჩნდება კლუბი, რომელიც ამ მენტალიტეტის მატარებელია..
„მანჩესტერ იუნაიტედი“..
ამისთვის მზად იქნები, რადგან შენ გამარჯვებები გწყურია!!
ეს არ იქნება ფეხბურთით ტკბობა. ეს აღარ არის გართობა. არა! ამჯერად ისიამოვნე სამუშაოთი და ისიამოვნე შეჯიბრით..
და გამარჯვებით..
„მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად გაიმარჯვებ!!..
რატომ? იმიტომ, რომ შენ, შენნაირი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებ, რომლებიც გამარჯვების შემდეგ, გასახდელში მშვიდად აღნიშნავენ, რომ სწორად იმუშავეს და დასვამენ კითხვას, თუ ვის ეთამაშებიან შემდეგ ტურში..
ეს არის „ოლდ ტრაფორდის“ მენტალიტეტი.. გიგზი, ბექჰემი, სქოულზი, რუნი, რონალდუ..
ამ ბიჭების უმეტესობასთან ერთად, ინგლისის ნაკრების გასახდელში იჯექი და კარგად ხედავდი რისი გაკეთება შეეძლოთ..
გაიაზრებ, რომ მათ ტიტულები აქვთ და შენ არა. იგრძნობ, რომ ეს შიმშილი „ოლდ ტრაფორდისთვის“ შეიქმნა..
პირველ დღეს, გასახდელში შედი და ირგვლივ მიმოიხედე..
მას სამი პრემიერ ლიგის ტიტული აქვს..
მას ოთხი..
მას ხუთი..
მას ორი..
აუცილებლად უნდა მოინდომო, რომ მათ რიგებს შეუერთდე!!
კარგად შეხედე ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ახლა თამაშობ, რადგან ისინი შენ გიყურებენ და წინ ამოსვლას ელოდებიან..
პირველ ვარჯიშზე, ბურთი შენთან მოვა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე იდგები. 10-15 მეტრიდან ერთი ფეხბურთელი მორბის და მის სახელს მკაფიოდ გაიგებ - როი კინი!!
გაშეშდები.. შეგეშინდება და ამ დროს კინი დაგიყვირებს:
„რას აკეთებ? ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“!! დროზე გაეცი პასი..“
რამდენიმე კვირის განმავლობაში იფიქრებ, რომ ის ნამდვილი გიჟია..
მაგრამ ეს არის ზღვარი და ასე იმარჯვებ..
გეცოდინება როგორ უნდა იმუშაო. ეს ისეთივე იქნება, როგორიც იმ ბიჭებთან ბურგესის პარკში, მაგრამ ახლა შენ ის გამხდარი ბავშვი აღარ ხარ!!
„იუნაიტედში“ საუკეთესოებისგან ისწავლი. იცი? იქ მნიშვნელოვანი სტანდარტი დაგხვდება. თუ ტიტულოვანი გიგზი და როი კინი ვარჯიშის შემდეგ კიდევ 20 წუთი რჩებიან და ვარჯიშობენ, მაშინ შენ ბევრად მეტი უნდა გააკეთო!!
პრემიერ ლიგის პირველი ტიტული? ეს თითქოს „ევერესტს“ ჰგავს. ეს იქნება დამღლელი, ხანგრძლივი, რთული და დაძაბული სეზონი. ტრავმები, მოგზაურობა..
როდესაც ინგლისის ლიგის თასს მოიგებ ძალიან გაგიხარდება, მაგრამ როცა გასახდელში შეხვალ ყველაფერი შეიცვლება.. იქ არავინ იზეიმებს და თასს სურათებსაც კი არ გადაუღებენ. ისეთი სიტუაცია იქნება, თითქოს პრემიერ ლიგაში მატჩი ფრედ დაასრულე..
არანაირი ემოცია..
შენ ხომ საჩემპიონო აღლუმისთვის არ თამაშობ..
შენ არ თამაშობ გაზეთებისთვის, რომ დაწერონ, თუ რამდენად დიდი ხარ..
შენ ტიტულებისთვის თამაშობ!!
ითამაშე უდიდესისთვის - ჩემპიონთა ლიგისთვის!! იცი? დადგება მომენტი, როცა შენც კი ჩათვლი, რომ ეს შეუძლებელია..
საბედნიეროდ, 2008 წლის „მანჩესტერი“ შეუჩერებელი იქნება..
რუნი, რონალდუ, სქოულზი, კერიკი, ვიდიჩი.. ნემანია შენს გვერდით იქნება ყველა მომენტში!!
შენ მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რომ მოწინააღმდეგეს გოლის გატანაში ხელი შეუშალო. იყავი კაპიტანი, რომლისთვისაც ბევრი იშრომე..
შენ გეცოდინება, როგორ დაამარცხო „ბარსელონა“..
შენ გეცოდინება, როგორ დაამარცხო „ჩელსი“..
შენ გეცოდინება როგორ მოიგო..
და მეგობარო, შენ ჩემპიონთა ლიგას მოიგებ!!..
მატჩის დასრულების შემდეგ, შენთან ბობი ჩარლტონი მოვა. ის ნამდვილი ლეგენდაა..
ის გეტყვის: „ბევრს არ გაუკეთებია ეს.. შენ მესამე კაპიტანი ხარ, ვინც ეს შეძლო..“
ამის შემდეგ, გასახდელში შეხვალ და ფერგიუსონს მიმართავ: „ვის ყიდვას ვაპირებთ შემდეგ წელს? ჩვენ შეგვიძლია მოგება გავაგრძელოთ და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ..“
ფერგიუსონი: „რიო, ჯანდაბა.. ისიამოვნე ამ ყველაფრით..“
სწორედ ამიტომ მოხვედი „იუნაიტედში“.. ტიტულები და მხოლოდ ტიტულები!! არანაირი სიამოვნება!!
მაგრამ ძვირფასო რიო, ფერგიუსონი მართალია..
დაუთმე შენ თავს დრო და ისიამოვნე იმ წუთებით..
ამ ყველაფრის შემდეგ, არის ერთი მატჩი და ერთი რაღაც, რაც უნდა შეცვალო. Fa Cup-ის ნახევარფინალში „ევერტონს“ შეხვდები და ფინალში გასვლა გენდომება. ფერგიუსონი რონალდუს და რუნის დასვენებას გადაწყვეტს და შენ აუცილებლად უნდა უთხრა, რომ ეს არ გააკეთოს!!
ზუსტად გეცოდინება, რომ თუ ისინი ითამაშებენ, „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ერთი თასი დაიდებს ბინას. ასოციაციის თასი მოგებული არ გქონდა და შენს კარიერულ ტიტულებს მხოლოდ ეს აკლია..
ასე რომ, უთხარი ფერგის, რომ ისინი ათამაშოს, თორემ სამუდამოდ გაბრაზდები..
წარმატებები მეგობარო.. ეს არის ის ყველაფერი, რაც შენს კარიერას ეხება..
რიო.. იცი დრო დადგება, რომ ნელ-ნელა გაჩერდე. ისეთი სწრაფი აღარ იქნები და ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაუთმო.. გექნება შემოთავაზებები შეერთებული შტატებიდან.. იფიქრებ, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ დაიბრუნო მოგების გრძნობა, თუ თავს საკმარისად უბიძგებ..
გინდა საბოლოო მოგონება იმ 18 წლის ბიჭებზე, რომელთა დევნაც მოგიწევს? არა.. არ გინდა.. წადი.. უნდა წახვიდე.. ეს მომავალი თაობისთვის უნდა გააკეთო!!..
მაგრამ სანამ ამას იზამ, ჩემთვის ერთი რამ გააკეთე. შენი ბოლო მატჩის შემდეგ, უბრალოდ გასახდელში დარჩი.. სულ ცოტა ხნით, რადგან ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგენატრება..
დაჯექი იქ და იფიქრე ამ ყველაფერზე, რადგან ეს გონებრივია.. მე და შენ ხომ პეკჰემიდან ვართ და ეს არ უნდა მოხდეს..
მაგრამ ეს მოხდება.. შენ ყველაფერი კარგად გააკეთე..
ახლა კი თავი დახარე და უბრალოდ წინ სიარული გააგრძელე..“ - მე რიო ფერდინანდი ვარ