გოლი და 2 საგოლე პასი - რონალდუმ ალ ჰაზემთან გაიბრწყინა
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ალ ნასრი“ „ალ ჰაზემს“ ესტუმრა და 5:1 გაანადგურა. გამარჯვებაში დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში, „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ვეტერანი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და მეტოქის გუნდის მცველებზე გავლენას ახდენდა.
ანგარიში 33-ე წუთზე რონალდუს პასით ღარეებმა გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალ ხაიბარიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. სტუმრები აქტიურობდნენ და მასპინძლები კონტრ-შეტევაზე თამაშობდნენ. 48-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ 57-ე წუთზე ოტავიომ კვლავ რონალდუს პასი გამოიყენა და 3:1 დააფიქსირა.
ამის შემდეგ, თავად პორტუგალიელმა გაისროლა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა. 78-ე წუთზე თავისი გოლი სადიო მანემაც გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 5:1 დააფიქსირა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, საუდის არაბეთის ჩემპიონატში კრიშტიანუმ მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.