დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვის ნაყოფიერი მატჩი - შახტარმა დამაჯერებლად მოიგო

უკრაინის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში დონეცკის „შახტარი“ „მინაის“ დაუპირისპირდა და მარტივად 4:1 გაიმარჯვა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ირაკლი აზაროვი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა. გოჩოლეიშვილი კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა.

ქართველი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგს მთლიანად აკონტროლებდა. აზაროვი დაცვაშიც კარგად მოქმედება და შეტევებსაც ამწვავებდა.

პირველი ტაიმი დონეცკურმა კლუბმა მატვიიენკოს გოლის წყალობით მოიგო. მეორე ნახევარში, სტუმრები უფრო გააქტიურდნენ. მე-60 წუთზე კაშჩუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 66-ე წუთზე სუდაკოვმა 3:0 დააფიქსირა.

72-ე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 78-ე წუთზე ვიუნიკმა დააფიქსირა. ცნობისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ, „შახტარს“ სატურნირო ცხრილში 14 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუბიალესი კოცნის შესახებ: ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, სპონტანურად
რუბიალესი კოცნის შესახებ: ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, სპონტანურად