მესის კონტრაქტი - მას პრესასთან ურთიერთობაზე უარის თქმა შეუძლია
Aa
Aa

მესის კონტრაქტი - მას პრესასთან ურთიერთობაზე უარის თქმა შეუძლია

ლეო მესის „ინტერ მაიამისთან“ ხელშეკრულების ახალ ახალი დეტალები პრესაში ეტაპობრივად ვრცელდება.

The Athletic-ის ცნობით, კონტრაქტის თანახმად მესის MLS-სთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც არგენტინელს პრესკონფერენციების გამოტოვების უფლება აქვს.

გასულ შაბათს, ნიუ-იორკ „რედ ბულზისა“ და „ინტერ მაიამის“ (0-2) მატჩზე მომუშავე ათეულობით ჟურნალისტს მესისთვის კითხვების დასმა სურდა. საქმე ეხებოდა მის MLS-ში დებიუტს. მიუხედავად ჟურნალისტების აღშფოთებისა, ლეო პრესის წინაშე არ გასულა.

Associated Press-ში ამ ფაქტის თაობაზე შენიშვნის წერილი გამოქვეყნდა. MLS-ს აქვს გრძელვადიანი მედია პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს მოთამაშეების მატჩისშემდგომი კომენტარების ვალდებულება პრესის წინაშე.

როგორც ცნობილი ხდება, მანამდე Associated Press-მა მიიღო წინასწარი გარანტია, რომ იგივე წესები მესის მიმართაც გავრცელდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

The Athletic-ის ცნობით, მესის აქვს საკუთარი გარიგება ლიგასთან და „ინტერ მაიამისთანაც“, თუმცა ყველა დეტალის შესახებ ამ დრომდე პრესამ არაფერი იცის. წყაროს თანახმად, ეს შეთანხმება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

ამ მომენტისთვის ასეთი მოცემულობაა - მესი ინტერვიუებზე მაშინ თანხმდება, როცა ეს თავადაც სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე