ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე  წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.

ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოდიან. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილმა ჯერ თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო 15:6, მეოთხედფინალში კი იტალიელი ტრიგილიასი დაამარცხა 15:7. ქართველმა ნახევარფინალში იტალიელ ანდრეა მოგოსთან 7:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყარო - 1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები