„ეს რაღაც უნიკალურია“ - ფელიქსისა და კანსელუს კომენტარები
„ბარსელონამ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაიფორმა - ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუ.
ორივე პორტუგალიელი კლუბში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. „ბარსას“ გამოსყიდვის უფლება არ აქვს, რადგან ეს თავად მათ სურდათ. ამის მიზეზი ლა ლიგის ზედმეტად მკაცრი წესებია, რომელიც ფეარ პლეის ფარგლებში მოქმედებს. კატალონიელები მათი გამოსყიდვის საქმეს სეზონის ბოლო მიუბრუნდებიან.
ფეხბურთელებმა წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს:
✍ & ✍ pic.twitter.com/LItLQOKP1M
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 2, 2023
ჟოაუ ფელიქსი:
„ყველამ იცის, როგორი ბედნიერი ვარ. ამ კლუბში მოსახვედრად ვიმუშავე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, აქ დასახმარებლად მოვდივარ და იმედი მაქვს, რომ შესანიშნავი სეზონი იქნება. ეს არის რაღაც უნიკალური, ეს არის ის, რაც დიდი ხანია მინდოდა.
როცა ინტერესის შესახებ მითხრეს, ძალიან გამიხარდა. ბარსას ბავშვობიდან ვუყურებ, ყოველთვის ბარსას ქომაგი ვიყავი, ეს ოცნება მქონდა და აქ ვარ.
მინდა ვიბრძოლო ტიტულებისთვის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო ჩემი საოცნებო თასი, მაგრამ ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ წინ. უნდა ვცადოთ და ლიგა მოვიგოთ“.
ჟოაოუ კანსელუ:
„ეს ახდენილი ოცნებაა. მინდა ჩემს ოჯახს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ასევე დედაჩემს, რომელიც სამოთხიდან მიყურებს. მან იცის, რომ ბარსელონაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი.
დიახ ვიცი, რომ ბარსელონაში დიდი ზეწოლაა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. მე აქ თავმდაბლობითა და დიდი თავდადებით ვარ მოსული. ძალიან ვღელავ.
დიდი იმედი მაქვს არაჩვეულებრივი სეზონი გვექნება. აქ გუნდელებიდან რამდენიმეს უკვე ვიცნობ, მაგალითად ფერანსა და გიუნდოგანს“.
ჩავი ლა ლიგის მე-3 ტურისთვის „ოსასუნასთან“ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ახალწვეული და ასევე ინიგო მარტინესიც მოხვდა, რომელიც მის რეგისტრაციას დიდხანს ელოდა.
First training session for the Joãos pic.twitter.com/JR5bECBZKj
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 2, 2023