მანჩესტერ იუნაიტედმა სოფიან ამრაბატი გაიფორმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ფლორენციის „ფიორენტინადან“ სოფიან ამრაბატის ტრანსფერი დახურა.
27 წლის მაროკოლელი საყრდენი „იუნაიტედში“ 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
„მე ყოველთვის ვუსმენ ჩემს გულს და ახლა ჩემს ოცნების კლუბს წარმოვადგენ. მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელად გახდომა დიდი პატივია.
ვნებიანი მოთამაშე ვარ. მსურს ეს ენერგია გუნდში შევიტანო და მაქსიმუმს ჩავდებ გუნდისთვის ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებაში. ზუსტად ვიცი, როგორ უყვარს ერიკ ტენ ჰაგს მუშაობა და რა სჭირდება მას ფეხბურთელებისგან.
ვიცი, რომ ის დამეხმარება ჩემი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენაში, რათა ამ სეზონში გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“.
- განაცხადა ამრაბატმა.
გასულ სეზონში ამრაბატმა „ფიორენტინაში“ 29 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.