ტრანსფერები | ბარსელონამ კანსელუ გაიფორმა, ლივერპულმა - გრავენბერხი
ჟოაუ ფელიქსის შემდეგ, „ბარსელონამ“ ჟოაუ კანსელუს ტრანსფერიც დაადასტურა. „ბლაუგრანამ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, გვაუწყა, რომ პორტუგალიელი უკანახაზელი იჯარის წესით დაიმატა და დაწერა: „ფლეში აქაა“.
The flash is here! ⚡ pic.twitter.com/gdwYQB3s27
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 1, 2023
„ბარსელონას“ განცხადების პარალელურად, სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა „ლივერპულის“ ქომაგებისთვის. მერსისაიდელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მეოთხე გარიგება დახურეს და „ბაიერნიდან“ რაიან გრავენბერხი იყიდეს. „წითლებმა“ მას გრძელვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და მის სანაცვლოდ 34.2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.
We have completed the signing of midfielder Ryan Gravenberch from Bayern Munich on a long-term contract, subject to a work permit. ????
— Liverpool FC (@LFC) September 1, 2023
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი დაიხურა და აქ ვიმყოფები. ლივერპული მსოფლიოს ერთ-ერთი უდიადესი კლუბია, ტოპ გულშემატკივრები ჰყავს და მაღალი დონის სტადიონი აქვს. ასე რომ, აქ გადმოსვლა სწორი არჩევანი იყო“, - განაცხადა ნიდერლანდელმა.
ცნობისთვის, ბუნდესლიგის გასულ სეზონში, გრავენბერხმა 24 შეხვედრაში ითამაშა და საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.