რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

პსჟ-ს ხელმძღვანელები განრისხებული არიან | რატომ ჩაიშალა კოლო მუანის ტრანსფერი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მიზანი „აინტრახტის“ ფეხბურთელის, რანდალ კოლო მუანის გაფორმება იყო. პარიზული გრანდი მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ 80 მილიონი ევროს გადახდასა და უკო ეკიტიკეს დათმობას აპირებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საქმე ისაა, რომ ეკიტიკემ „აინტრახტში“ გადასვლაზე უარი განაცხადა და ტრანსფერი დაბლოკა, რის გამოც, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები განრისხებული არიან.

„აინტრახტი“ კოლო მუანის გაშვებაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თუ მის შემცვლელს დაიმატებდა. გერმანელებს ეკიტიკეს მიღება სწორედ ამიტომ სურდათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კოლო მუანის შემცვლელს ვერ პოულობენ, ტრანსფერს წითელი აუნთეს.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, არის შანსი, „პარი სენ-ჟერმენმა“ ფრანკფურტელებს განახლებული წინადადებით მიმართოს, მაგრამ გერმანელთა დაყოლიება გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის, შენი სულის ნაწილი მიაქვს“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძეზე
„როცა ასეთი ფეხბურთელი მიდის, შენი სულის ნაწილი მიაქვს“ | მეცის თავკაცი მიქაუტაძეზე