გიორგი შერმადინი, ილიას ზუროსი
Aa
Aa

„გერმანიამ საოცარი კალათბურთი ითამაშა“ - ზუროსი და შერმადინი მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველომ გერმანიის წინააღმდეგ გამართა და 73:100 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გიორგი შერმადინმა და ილიას ზუროსმა ისაუბრეს:

გიორგი შერმადინი:

„ვფიქრობ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გერმანია ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და დარწმუნებული ვარ ისინი მედლებისთვის იბრძოლებენ. დღეს მათ ძალიან ბევრი სამქულიანი ჩააგდეს. ეს ბიჭები ნამდვილად წარმოუდგენლად თამაშობენ, თითქმის ყველას შეუძლია სამიანის ჩაგდება. მათ მეორე ნახევარში მართლაც დიდებული კალათბურთი ითამაშეს“.

ილიას ზუროსი:

„პირველ რიგში ვულოცავ გერმანიას გამარჯვებას. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. მათ ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშეს.

არ ვიცი მეორე ნახევარში რა მოგვივიდა. ინტენსიურად თამაშს მოვუკელით, ძალიან მარტივ სროლებს ვუშვებდით. კარგად არ გვითამაშია, ეს აშკარად გამოჩნდა, თუმცა მე ჩემი გუნდით ვამაყობ. შევეცადეთ აქ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა.

ასევე დაზიანება ჰქონდა თოკო შენგელიას და მისი თამაში სარისკო იყო, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მას ეთამაშა. მიუხედავად ამისა მან კარგად ითამაშა.

მეორე ნახევარში დიდი ენერგია დავკარგეთ და კონცენტრაციის ნაკლებობაც გვეტყობოდა.

ჩვენთვის ჯერ ჩემპიონატი არ დასრულებულა, ერთი მატჩი კიდევ დაგვრჩა და შევეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოთ. ყველა ხვდება, რომ საქართველო არის გუნდი, რომელიც ყოველ შეხვედრაში იბრძვის. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ, რომ ტოპ 16 გუნდში მოვხვდით".

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი კვირას 3 სექტემბერს (11:30) ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“ | ბუტრაგენიომ ნაპოლიზე ისაუბრა
„კვარა და ოსიმენი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“ | ბუტრაგენიომ ნაპოლიზე ისაუბრა