დენის შროდერი, გორდონ ჰერბერტი
Aa
Aa

შროდერი და ჰერბერტი მატჩამდე: გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ილიას სუროზის გუნდის მეტოქე გერმანია იქნება.

მატჩამდე გერმანელთა ლიდერმა დენის შროდერმა და მთავარმა მწვრთნელმა გორდონ ჰერბერტმა პრესასთან მცირე კომენტარები გააკეთეს:

გორდონ ჰერბერტი:

„პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდს ორდღიანი დასვენება ჰქონდა. ახლა სრულად საქართველოსთან შეხვედრაზე ვართ ფოკუსირებული.

ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, მათ ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს, ვის წინააღმდეგაც აქამდე გვითამაშია. საქართველო მებრძოლი ნაკრებია, შეტევაში მოხსნებით გამოირჩევიან. გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება“.

დენის შროდერი:

„ჩვენ ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც NBA-ის კალათბურთელები ჰყავს. კარგი შანსი გვაქვს, რომ ამ მოგებით პლეი-ოფში გასვლა ერთი ტურით ადრე გავინაღდოთ. ამიტომ, საქართველოსთან შეხვედრაში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 1 სექტემბერს 12:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი“ - მატჩისშემდგომი კომენტარები
“ჩვენ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი“ - მატჩისშემდგომი კომენტარები