გიორგი პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს
აზერბაიჯანული აზერისპორტის ცნობით, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „ქიაფაზაში“ გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ.
პაპუნაშვილის ბოლო კლუბი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის „თელავი“ იყო.
ქართველი შემტევის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წლები 2015-2018 წლები იყო, როცა ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდთან გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ტრავმის გამო მისი გარმანული კარიერა ვერ აეწყო. შემდეგ იყო 2017/18 წლების სეზონი და „რეალ სარაგოსა“. ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 28 მატჩი და 7 გოლი.
პაპუნაშვილმა მომდევნო წლებში „რასინგის“, ლიმასოლის „აპოლონის“, ქუთაისის „ტორპედოს“, „სამტრედიის“, სერბული „რადნიჩკისა“ და „თელავის“ ღირსება დაიცვა.
თბილისის „დინამოს“ აღზრდილი პაპუნაშვილის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი და 3 გოლია.