მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა მერაბის მხარეზეა | „ომალი ტიტულისთვის მას უნდა ეჩხუბოს“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა, რომელიც უმსუბუქესი წონითი დივიზიონის მრავალგზის ჩემპიონია და ახლა ONE Championship-ის ეგიდით ჩხუბობს, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ჯონსონმა ახალი ჩემპიონის, შონ ომალის მომდევნო მეტოქე დაასახელა და განაცხადა, რომ მან მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ უნდა იჩხუბოს.

„შონ ომალის მომდევნო მეტოქე შეიძლება, ნებისმიერი იყოს, მაგრამ პირადად მე, ვისურვებდი, რომ ახალი ჩემპიონი მერაბს ეჩხუბოს. დვალიშვილს ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული და დღესდღეობით, ამ ფაქტორს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. არადა, ძველ დროში, ზედიზედ სამ, ოთხ ან ხუთ ბრძოლას თუ მოიგებდი, სატიტულო ჩხუბს გაძლევდნენ.

ასე რომ, მგონია, დვალიშვილს ომალისთან ჩხუბისა და საკუთარი მეგობრის გამო შურისძიების შანსი უნდა მისცენ. მატჩმეიკერი არ ვარ, მაგრამ მინდა, მერაბმა ტიტულისთვის იჩხუბოს და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი მიიღოს“.

ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს, თუმცა არაა აუცილებელი, მათი ჩხუბი სატიტულო იყოს. სტერლინგის მიზანია, ომალიმ ტიტულისთვის მერაბთან იჩხუბოს და სურს, „მანქანამ“ ქამარი დაისაკუთროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდეს სევდას ვგრძნობთ“ - მეცის მფლობელი მიქაუტაძეზე
„უდიდეს სევდას ვგრძნობთ“ - მეცის მფლობელი მიქაუტაძეზე