„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„ნაპოლის“ არგენტინელმა შემტევმა, ჯოვანი სიმეონემ La Repubbila-სთან ინტერვიუს დროს გასულ წელს სკუდეტოს ჩემპიონობასა და თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა. „ჩოლიტომ“ კვარაცხელია და ოსიმენი შეაქო და აღნიშნა, რომ მათი როლი სკუდეტოს მოგებაში უმნიშვნელოვანესი იყო.
რას ამბობს სიმეონე:
სკუდეტოს მოგება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ჩემპიონატი 16-ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ და არა ექსპრომტად. ნეაპოლში აბსოლუტური ღირებულების ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ. ოსიმენი უძლიერესი თავდამსხმელია, რომელიც დღეს ტოპ-5 ფორვარდს შორის შედის. მისი პოტენციალი კიდევ უზარმაზარია. კვარაცხელია ფენომენალური შემტევია და მისი მსგავსი ნიჭის მქონე ფეხბურთელი მთელს ევროპაში ცოტაა. მაგრამ ვიტყვი, რომ რთულად თუ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჟელინსკის მსგავსი კლასი და თამაშის გრძნობა აქვს. მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. საოცარი ხარისხი აქვს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით „მილანთან“ „ვერონასთან“ და „ინტერთან“ ერთად პირველ ადგილზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.