„ხოდა გავარკვიოთ, ვინ არის საუკეთესო!“ - მერაბის მენეჯერმა უაითს უპასუხა
გუშინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენციაზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და „მანქანა“ სატიტულო ბრძოლაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
დენა უაითის განცხადებას მერაბ დვალიშვილის მენეჯერმა, ორენ ჰოდაკმა უპასუხა და მოუწოდა, რომ „ქართველ მანქანას“ სატიტულო ბრძოლა მიმდინარე წლის დეკემბერში ჩაუნიშნოს.
რა დაწერა ჰოდაკმა:
გეთანხმები, მოდი გავარკვიოთ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო. შემიძლია გითხრა, რომ ეს ნამდვილად არ არის მე-6 ნომერი, ჩიტო ვერა. მერაბი 100%-ით მზად არის დეკემბერში, სატიტულო ბრძოლისთვის. ალჯოც მზად არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაწყენი არავინ დარჩება. ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ეს სამართლიან სპორტს და გავარკვევთ, ვინ იქნება საუკეთესო.
I agree, let's find out who the best in the world is. I can tell you it aint #6 Chito Vera. Merab is 100% ready for a title fight in Dec. Aljo is also ready. Neither will be salty if the other gets it. Let's see if this plays out true to sport and finding out who is the best. https://t.co/zS2QPi3vHe
— KOreps (@ko_reps) August 30, 2023
ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „მანქანამ“ ტიტულის მოპოვების შანსი უახლოეს პერიოდში მიიღოს, რაზეც დენა უაითის განცხადებებიც მეტყველებს.