კლუბები შეთანხმდნენ - პალმერი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს
„მანჩესტერ სიტის“ სკოლის აღზრდილი კოულ პალმერი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსი“ და „სიტი“ ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. 21 წლის შემტევის ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება.
„არისტოკრატები“ „ქალაქელებს“ 40 მილიონ ფუნტს გადაუხდიან, ბონუსების სახით კი 5 მილიონს დაამატებენ.
თავიდან ლონდონელები 35 მილიონს იხდიდნენ, თუმცა „სიტიმ“ პირველი წინადადება მალევე დაბლოკა.
პალმერის დებიუტი „სიტის“ პირველ გუნდში 2020 წელს შედგა. მის ანგარიშზე 41 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ცოტა ხნის წინ, კოუ8ლ პალმერი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ბათუმში ევროპის ჩემპიონი გახდა.