პსჟ, ლუის ენრიკე, მარკო ვერატი
Aa
Aa

“პსჟ-ში ვეღარ ითამაშებ“ - ლუის ენრიკემ ვერატის წასვლისკენ მიუთითა

„პარი სენ ჟერმენსა“ და მარკო ვერატის შორის სიტუაცია დიდი ხანია დაიძაბა. ეს ყველაფერი ლუის ენრიკეს დანიშვნამ გამოიწვია.

ესპანელმა სპეციალისტმა, იტალიელ ნახევარმცველს განუცხადა, რომ მის გეგმებში არ შედის და მისი მრავალწლიანი პარიზული კარიერა არაფრად ჩააგდო.

აქედან გამომდინარე, ვერატი ახალი კლუბის ძიებაშია და საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

Goal.Com-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკემ ვერატის კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ის პსჟ-ში არასდროს ითამაშებს. ამ ფაქტმა კი კიდევ უფრო მეტად განამტკიცა იტალიელი ფეხბურთელის საფრანგეთიდან აბარგების შესაძლებლობა.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 1 დღე რჩება და უნდა ვივარაუდოთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი სულ მალე ახალ კლუბში გადავა. წყაროს ცნობით, ევროპაში დარჩენა გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები