გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„სამუდამოდ თქვენი მეფე გიორგი“ | მიქაუტაძე მეცს დაემშვიდობა

„აიაქსის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ყოფილ გუნდს, „მეცს“ დაემშვიდობა. 22 წლის თავდამსხმელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ფრანგული კლუბის ქომაგებსა და ხელმძღვანელებს მიმართა.

„მოგესალმებით, ყველას. მინდა, კლუბს, მწვრთნელს, გუნდს, პერსონალსა და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მადლობელი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. იგი ჩვენი გუნდის ბურჯი, ნამდვილი პროფესიონალი, მოტივაციის მომცემი და მზრუნველი ადამიანია.

მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. თქვენმა თანადგომამ უდიდესი ენერგია მომცა. თქვენ მოედანზე ძალას მაძლევდით და მადლიერი ვარ, ჩემ გვერდით რომ იყავით. მადლობა თითოეული თამაშისთვის, საუკეთესონი ხართ! მადლობა მთელი გულით! თქვენმა პოზიტიურმა სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. სამუდამოდ თქვენი მეფე გიორგი“.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „აიაქსი“ „მეცს“ 16 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა შესაძლოა, ბონუსების გამო, თანხა 19 მილიონამდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პორტუგალიიდან რუმინეთში - აბუაშვილმა პორტუ დატოვა
პორტუგალიიდან რუმინეთში - აბუაშვილმა პორტუ დატოვა