პორტუგალიიდან რუმინეთში - აბუაშვილმა პორტუ დატოვა
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი „პორტუდან“ კარიერას რუმინეთის ჩემპიონატის კლუბ „პეტროლულ პლოიესტიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია რუმინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველი „პეტროლულის“ საკუთრება გახდა. აბუაშვილი ახალ კლუბს უკვე შეუერთდა და უახლოესი მატჩისთვის დაიწყო მზადება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. თბილისური 21 წლის ფეხბურთელმა თბილისური კლუბი 2021 წელს დატოვა და „პორტუს“ მეორე გუნდში გადავიდა, თუმცა, მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა.
აბუაშვილის ახალი კლუბი რუმინეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, გასული სეზონი კი მე-8 ადგილზე დაასრულა.