მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„მაშინ მიეცით მერაბს სატიტულო ჩხუბი“ | ალჯომ დენა უაითს უპასუხა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს უპასუხა. უაითმა „მანქანა“ სატიტულო ჩხუბზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და „ალჯომ“ მას სოციალურ ქსელში მიმართა.

„თუ რემატჩს პოლიტიკის გამო ვერ მივიღებ, მაშინ მიეცით მერაბ დვალიშვილს დამსახურებული სატიტულო ჩხუბი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენი გამარჯვებაა“,- დაწერა სტერლინგმა.

რა თქვა დენა უაითმა

„საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ... ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე“.

ცნობისთვის, „ალჯოს“ სურს, შონ ომალისთან რემატჩი 2024 წელს გამართოს. სტერლინგის თქმით, არაა აუცილებელი მისი და ომალის მეორე ბრძოლა სატიტულო იყოს და მასთან უბრალოდ რევანშის აღება უნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს დუბლი და საგოლე პასი | ალ-ნასრმა ალ-შაბაბი გაანადგურა
რონალდუს დუბლი და საგოლე პასი | ალ-ნასრმა ალ-შაბაბი გაანადგურა