ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„დე ლაურენტისი ამ პირობით უკმაყოფილოა“ - Il Mattino მოლაპარაკების ახალ დეტალებზე

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ნეაპოლში აურელიო დე ლაურენტისთან მორიგი შეხვედრა გამართა.

სააგენტოს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის მხარემ ახალი მოთხოვნა წამოაყენა და ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაში, გამოსასყიდ თანხად 90 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს. კონტრაქტის ეს პუნქტი მიუღებელია დე ლაურენტისისთვის. ნაპოლის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც იტალიური მედია წერს, საბოლოო შეთანხმება უახლოეს ერთ კვირაში უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურების გაზრდაზეც. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ხელფასის 1.2 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან საშიშია. სტილით სუარესს ჰგავს“ - არველაძე აიაქსს მიქაუტაძეზე ესაუბრა
„ძალიან საშიშია. სტილით სუარესს ჰგავს“ - არველაძე აიაქსს მიქაუტაძეზე ესაუბრა