გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

წარდგენა შოთის გოლების ფონზე | აიაქსმა მიქაუტაძის ტრანსფერი დაადასტურა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. ნიდერლანდურმა კლუბმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ახლავს: „გიორგი, ჩვენი მომდევნო ქართველი“.

ვიდეოში, მიქაუტაძე ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, შოთა არველაძის გოლების ამსახველ კადრებს უყურებს, შემდეგ კი ეკრანზე წარწერა ჩნდება: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი მიქაუტაძე“.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიქაუტაძემ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „აიაქსი“ „მეცს“ 16 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა შესაძლოა, ბონუსების გამო, თანხა 19 მილიონამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები