კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე
Aa
Aa

რონალდუს დუბლი და საგოლე პასი | ალ-ნასრმა ალ-შაბაბი გაანადგურა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

შეხვედრა გამორჩეული გამოდგა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის. კრიშტიანუმ „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასის გაკეთებაც შეძლო. რონალდუმ ანგარიში მე-13 თერთმეტმეტრიანით გახსნა, 38-ე წუთზე კი კვლავ პენალტის ნიშნულიდან შეძლო დუბლის შესრულება. ზუსტად ორ წუთში, პორტუგალიელმა შემტევმა სადიო მანეს გაატანინა და „ალ-ნასრი“ შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდა.

საგულისხმოა, რომ 63-ე წუთზე კრიშტიანუს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო. სტუმართა კარში მთავარმა მსაჯმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა, კრიშტიანუმ ბურთი თანაგუნდელ აბდულრაჰმან ღარებს დაუთმო, რომლის დარტყმაც არაზუსტი აღმოჩნდა.

78-ე წუთზე „ალ-შაბაბი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. მთავარმა მსაჯმა მეტოქესთან უხეშობის გამო მოედნიდან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ევერ ბანეგა გააძევა, ეპიზოდიდან ორ წუთში კი „ალ-ნასრმა“ მეტოქეს მე-4 გოლი გაუტანა. თავი ამჯერად ალ ღანამმა გამოიჩინა.

საგულისხმოა, რომ ალ-ნასრის ბოლო ორ თამაშში, კრიშტიანუს უკვე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, მისი გუნდი კი 4 ტურის შემდეგ, საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ცხრილში 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „ალ-ნასრი“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუბიალესის დედის კომენტარი: „რაც ხდება უსამართლობაა, სიკვდილისთვის მზად ვარ“
რუბიალესის დედის კომენტარი: „რაც ხდება უსამართლობაა, სიკვდილისთვის მზად ვარ“