მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„თუ არ გინდა გაარკვიო საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყო“ | დენა უაითი მერაბზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითმა პრესკონფერენცია გამართა და ჰკითხეს, რა შანსია, რომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, შონ ომალის მომდევნო მეტოქე „მანქანა“ იყოს.

- მაინტერესებს, რა არის ალბათობა, რომ ომალის მომდევნო მეტოქე მერაბი იყოს? ვიცი, პოლემიკა გამოიწვია დვალიშვილის სიტყვებმა, რომ ალჯამეინ სტერლინგმა შონთან რემატჩი უნდა გამართოს... ამაზე რას ფიქრობ?

„ყველამ, ვინც ამ ოთახში იმყოფება ან ამ ვიდეოს უყურებს, იცის, აღნიშნულ საკითხზე რას ვფიქრობ. ასეთი რაღაცები მეზიზღება. საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ...“

ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე. აქ ასე არაა და ყველაფერი სხვანაირად მუშაობს“.

ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „მანქანამ“ ტიტულის მოპოვების შანსი უახლოეს პერიოდში მიიღოს, რაზეც დენა უაითის განცხადებებიც მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის შეხვდება საქართველო თუ მეორე რაუნდში გავა | E ჯგუფში ყველაფერი გაირკვა
ვის შეხვდება საქართველო თუ მეორე რაუნდში გავა | E ჯგუფში ყველაფერი გაირკვა