ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: „ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ნაკრებში მოვხვდებით“

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მესამე შეხვედრას ვენესუელასთან გამართავს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ესაუბრა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე რაუნდის მონაწილეთა ვინაობა ეტაპობრივად ირკვევა. კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ინტერესს E ჯგუფი იწვევს და ცნობილი გახდა გუნდების ვინაობა, რომლებსაც მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება.

E ჯგუფი გერმანიამ მოიგო, რომელმაც ავსტრალიისა და იაპონიის შემდეგ, ფინეთსაც მოუგო. დენის შრიოდერმა და კომპანიამ ისევ მაღალ დონეზე იასპარეზეს და ფინელებს შანსი არ დაუტოვეს.

გერმანიამ პირველი მეოთხედი 3 ქულით წააგო, მაგრამ დარჩენილ 3 პერიოდში ფენომენალურად გამოიყურებოდა და 101:75 იმარჯვა. E ჯგუფში მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა. ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, იაპონიას მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში, ავსტრალიასთან ვერაფერი გააწყო. ავსტრალიამ საქმე პირველ ტაიმში მოაგვარა და 109:89 იმარჯვა

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ გაიმართება და ჩვენი მეტოქე ვენესუელა გახლავთ. ილიას ზუროსის გუნდის მატჩი თბილისის დროით, 12:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები