კოლო მუანი: “იმედი მაქვს, აინტრახტი პსჟ-ში გამიშვებს“
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კოლო მუანი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფეხბურთელია. ფრანგი შემტევის გადაბირება „პარი სენ ჟერმენს“ სურს და ამის წინააღმდეგი არც თავად არის.
პრობლემას სატრანსფერო ღირებულება ქმნის. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო რანდალის სიტყვებს ავრცელებს.
კოლო მუანი:
„იმედი მაქვს, „აინტრახტი“ წასვლის საშუალებას მომცემს, რომ პსჟ-ში გადავიდე. „აინტრახტის“ ბევრი ვალი მაქვს. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, მაგრამ დასამალი არავისთვის არის, რომ „პარი სენ ჟერმენში“ რეკორდული შეთავაზება გამიკეთა. მინდა მათ შევუერთდე, რადგან ეს დიდი შესაძლებლობაა. იმედი მაქვს, „აინტრახტი“ დათანხმდება.“
Kolo Muani tells SkyDe @Plettigoal: “I hope Eintracht will let me leave and join PSG”. ????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2023
“I owe Eintracht a lot. I always gave my best. But it’s no secret that PSG made a record offer for me, I’d like to join them as it’s big opportunity”.
“I hope Eintracht will accept”. pic.twitter.com/5OCgCP6Xuz
შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდი კოლო მუანის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ გერმანელებს გაცილებით მეტი სურთ.
ცნობისთვის, ფრანგი ფეხბურთელი ფრანკფურტის „აინტრახტს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, რანდალმა გერმანული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 50-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.