ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მარკ კუკურეია
Aa
Aa

პირადი დეტალები შეთანხმებულია - კუკურეია მანჩესტერს უახლოვდება

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებდა. ამისთვის კი „წითელ ეშმაკებს“ მარკ კუკურეია სჭირდებოდათ.

დღეს, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „იუნაიტედსა“ და ესპანელ ფეხბურთელს შორის ყველანაირი პირადი დეტალი შეთანხმებულია. კუკურეიას „მანჩესტერში“ სურს თამაში. ახლა ჯერი ლონდონის „ჩელსიზეა“. მათზეა დამოკიდებული გაუშვებენ, თუ არა ესპანელს „იუნაიტედში“.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი „ლურჯებს“ გასული წლის აგვისტოში შეუერთდა. დღემდე კუკურეიამ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 33-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები