მორიგი მარცხი - კვერკველიას გუნდი საუდის არაბეთში აუტსაიდერია
საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში „ალ ოხდუდი“ შინ „ალ ტაავუნთან“ 0:1 დამარცხდა. ეს „ალ ოხდუდის“ ზედიზედ მესამე მარცხია.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა. Sofascore-მა ქართველ მცველს 6,7 დაუწერა. კვერკველიას 28 პასიდან 25 ზუსტი იყო (89 პროცენტი). 9 გრძელი პასიდან 6 ზუსტად შეასრულა. ასევე, მეტოქის შეტევა 4-ჯერ ჩაშალა.
კვერკველიას თანაგუნდელთაგან საუკეთესო შეფასება ბრაზილიელმა მეკარემ, პაულო ვიტორმა მიიღო - 7,5. მან გუნდი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
მიმდინარე სეზონში „ალ ოხდუდს“ არ მოუგია, 4-დან სამი შეხვედრა დათმო, 1 ფრედ ითამაშა. შემდეგ ტურში „ერ რიიადს“ შეხვდება (პირველი სექტემბერი, 22:00). ამ მატჩის შემდეგ კვერკველია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. დიდი ალბათობით ვილი სანიოლი სანაკრებო შეხვედრებისთვის გამოიძახებს.
ასევე გეტყვით, რომ მესამე ტურში „ალ აჰლიმ“ „ალ ოხდუდი“ 1:0 დაამარცხა. კვერკველიამ რობერტო ფირმინოს, რიად მაჰრეზის, ფრანკ კესისა და ალან სენტ-მაქსიმინის წინააღმდეგ ითამაშა.