გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

მიქაუტაძემ აიაქსში სამედიცინო შემოწმება გაიარა

L'Équipe-ს ჟურნალისტის, ნაბილ ჯელიტის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის „აიაქსში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მალე, 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიდერლანდური კლუბის მოთამაშე გახდება.

L’Equipe-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მიქაუტაძე „აიაქსთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „აიაქსი“ მის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების გათვალისწინებით კი თანხა 20 მილიონამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები