საბა საზონოვი, ლაშა სალუქვაძე
Aa
Aa

სალუქვაძე: „საზონოვი კარგი მცველია, ტორინო წინგადადგმული ნაბიჯია“

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ საბა საზონოვზე ისაუბრა. სალუქვაძის სიტყვები Metaratings-მა გამოაქვეყნა და იგი საზონოვის „ტორინოში“ გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„საზონოვი ძალიან კარგი მცველია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დიდი პოტენციალი აქვს. ტორინო საბასთვის კარგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გრანატაში მას სათამაშო დრო მიეცემა, რადგან იტალიური ფეხბურთი თავისი დაცვითაა ცნობილი.

ტორინო საზონოვისთვის კარგი ტრამპლინია. თუ საჭირო გახდება, ხვიჩა კვარაცხელია მას ადაპტაციის გავლაში დაეხმარება. კვარა უკვე 1 წელია იტალიაში იმყოფება და ყველაფერი იცის. ვფიქრობ, საზონოვს რეკლამა არ სჭირდება, რადგან ის ძალიან კარგი უკანახაზელია“.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ტორინო“ საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის და ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. ნიკოლო შირა გვაუწყებს, რომ საბა ტურინულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს. საზონოვი მესამე ქართველია, ვინც სერია A-ში ითამაშებს. იგი გიორგი კვერნაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია და დენზელ ვაშინგტონი | ვის რა შეუძლია 9 წამში?
ილია თოფურია და დენზელ ვაშინგტონი | ვის რა შეუძლია 9 წამში?