მადრიდის რეალი, ედენ აზარი
Aa
Aa

უარი რამდენიმე კლუბს - აზარი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

მადრიდის „რეალის“ იმედგაცრუება ედენ აზარი საინტერესო გადაწყვეტილების წინაშე დგას. ბელგიელ ვარსკვლავს შეთავაზება არაერთი გუნდიდან აქვს.

ედენს საუდის არაბეთის კლუბები, MLS-ის კლუბები და საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდები ეპატიჟებოდნენ.

Footmercato-ს ინფორმაციით, 32 წლის შემტევმა ყველა შეთავაზება დაბლოკა და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აზარი ახლა ოჯახთან ერთად ისვენებს და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. აზიაში და შტატებში სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე დაიხურება და შესაძლოა ედენი, როგორც მინიმუმ იანვრამდე გუნდის გარეშე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ აზარი მადრიდის „რეალს“ 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა და „ბლანკოსი“ მიმდინარე ზაფხულში დატოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ედენმა ყველა ტურნირზე ერთად 76 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები