ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი დათმობებზე მიდის | კვარასთვის გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებენ

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართოს. ბოლო პერიოდში, უცხოური გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ „კვარას“ ხელფასის სახით, მინიმუმ 6 მილიონი ევროს მიღება სურდა და „პარტენოპეი“ დათმობებზე მიდის.

კვარაცხელიას ამჟამინდელი ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა. ახალი ხელშეკრულებით, მისი ხელფასი უნდა გაორმაგებულიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. Tuttosport-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, „ნაპოლი“ ყველა დეტალის საბოლოოდ მოგვარებას შეეცდება და მზადაა, კვარაცხელიას 3.5 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ცნობისთვის, იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უახლოეს დღეებში შეხვდება. მხარეებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს და საერთო ენის გამონახვა გადაულახავი დაბრკოლება არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 1 მატჩი აქვს ჩატარებული და „სასუოლოსთან“ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დროის ამბავია“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა
„ეს დროის ამბავია“ - ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა