„მერაბ, შენს კარიერას ძალიან რისკავ“ - UFC-ის პრომოუტერი
ცნობილმა ამერიკელმა პრომოუტერმა, ჩეილ სონენმა საკუთარი Youtube-არხის ეთერში სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველ მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავისი საქციელით „მანქანა“ საკუთარ კარიერას რისკის ქვეშ აყენებს.
რას ამბობს სონენი:
მერაბი ამბობს, რომ მისი მომავალი ბრძოლა მხოლოდ ქამრისთვის იქნება და სხვა არაფერს გააკეთებს, ის მზად არის ამას იმდენი ხნით დაელოდოს, რამდენიც საჭირო იქნება... 1 წელი, ან უფრო მეტიც...
არ მესმის, როდესაც ტელეფონი გირეკავს და გეუბნებიან, რომ სატიტულო ჩხუბი უნდა გამართო, რატომ არ იყენებ ამ შანსს? ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის არ მოგეცემა... როდესაც ამაზე უარს ამბობ და საპირისპიროდ აცხადებ, რომ „ზედიზედ 9 ბრძოლა მოვიგე, დავამტკიცე ვინ ვარ“ და ა.შ., რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? ალბათ, კულისებსმიღმა ალჯოსთან გარიგებაზე... შესაძლოა, მათ ერთმანეთში ისაუბრეს და ალჯოს მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ომალისთან რემატჩს მიიღებს. თუ ნამდვილად ასეა, მაშინ მერაბი თავის კარიერას ძალიან რისკავს.
მერაბი შესანიშნავი მებრძოლია, ძალიან ნიჭიერია და ყოფილი ჩემპიონები დაამარცხა. მან მოუგო ჟოზე ალდოს, მებრძოლს, რომლის მიღწეული შედეგიც ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული იყო. მერაბს ნამდვილად აქვს CV და რეზიუმე, თუმცა, ჩვენ, სპორტის ამ სახეობაში ქაღალდებს და რეზიუმეს ყურადღებას არ ვაქცევთ.
„მერაბ, ახლა სცენარი შეიცვალა. მინდა, სწორად გაიგო. ახლა აღარავინ გეუბნება, რომ პირველი კანდიდატი ხარ და შენს მეგობარს უნდა ეჩხუბო. ეს აღარ არის რამდენიმე თვის წინანდელი სიტუაცია. არ ვფიქრობ, რომ 1 წლის შემდეგაც ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი იქნები. თუ საჩემპიონო ბრძოლას X დროით დაელოდები, შენი შანსია, რომ შენი რეიტინგიც რეგრესირდეს, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება. მინდა შეგახსენო, როდის შემოგთავაზეს ალჯოსთან ბრძოლა და რა მოხდა შემდეგ, როგორ დაიდო გარიგება, რომ შენ და ალჯო ერთმანეთთან არ იჩხუბებდით. ახლა კი ალჯოსთან ბრძოლას აღარ გთხოვენ და გარიგებაც უნდა შეცვალოთ.
ცნობისთვის, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტერლინგს რემატჩი მარცხისთანავე შესთავაზეს. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ომალისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და ნაკლებად სავარაუდოა, „მანქანამ“ ტიტულის მოპოვების შანსი უახლოეს პერიოდში მიიღოს.