მარკო ვერატი
Aa
Aa

ვერატი ალ არაბიში? - მოლაპარაკება მიმდინარეობს

ახალი არავისთვის არის, რომ მარკო ვერატი „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენას არ აპირებს. იტალიელ ნახევარმცველს არაბული კლუბები ეპატიჟებიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მარკოსთან და პსჟ-სთან მოლაპარაკებას „ალ არაბი“ აწარმოებს.

თავად ვერატი რამდენიმე დღის წინ „ალ ჰილალის“ შემოთავაზებას დათანხმდა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენმა“ წინადადება დაბლოკა. ახლა კი „ალ არაბი“ ფრანგულ გუნდს უკეთეს პირობებს სთავაზობს.

რომანო იმასაც წერს, რომ ტრანსფერს ხელს ის შეუწყობს, თუ ევროპული კლუბებიდან შეთავაზება არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 3 დღე დარჩა და თუ ამ პერიოდში ვერატის გადაბირება ევროპულ გუნდებს არ ენდომებათ, ის „ალ არაბიში“ გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები