ლივერპული, მოჰამედ სალაჰი, ალ იტიჰადი
Aa
Aa

სალაჰი ბენზემასთან? - ალ იტიჰადი კოლოსალურ თანხას იხდის

საუდის არაბეთი ტოპ ფეხბურთელების გადაბირებას აგრძელებს. CBSSport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ალ იტიჰადი“ მოჰამედ სალაჰის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 150 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა გარანტირებული მხოლოდ 100 იქნება და 50 სხვადასხვა საკითხებზე იქნება დამოკიდებული.

არაბული კლუბი ეგვიპტელ შემტევს კრიშტიანუ რონალდუს და ნეიმარისნაირ ანაზღაურებას სთავაზობს, რაც წლიურად 200 მილიონ ევროს უტოლდება.

წყაროს ცნობით, „ლივერპულს“ თავისი ლიდერის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი მერსისაიდულ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, მოჰამედმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 308-ჯერ მოირგო, 187 გოლი გაიტანა და 81 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები