სანდრო მამუკელაშვილი, ილიას ზუროსი
Aa
Aa

„ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, დღეს რაც მოხდა“ - ზუროსი მსაჯობაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა სლოვენიასთან გამართული მატჩი შეაფასეს. ჩვენი გუნდი 67:88 დამარცხდა და აი, რა თქვეს, ნაკრების წარმომადგენლებმა:

„რთული მატჩი იყო. 3 მეოთხედის განმავლობაში ვიბრძოლეთ, ისინი კი ჩვენი დაცვის დაშლას განაგრძობდნენ და მარტივ სამქულიანებს აგდებდნენ. საერთო ჯამში, სლოვენია შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე ლიდერი ჰყავს. ჩვენი ბიჭებით ვამაყობ. ვამაყობ იმით, რამდენად კონკურენტუნარიანი იყვნენ და რამდენად ძალისმიერად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრას დავივიწყებთ და ვენესუელასთან მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიქნებით, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ“, - განაცხადა მამუკელაშვილმა.

„პირველ რიგში, სლოვენიას გამარჯვებას ვულოცავთ. დღეს მათ უკეთესი გუნდი ჰყავდათ და კარგად ითამაშეს. მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. რთული მატჩი იყო, ბევრი ჯარიმით და წინ უნდა წავიდეთ. მსაჯებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ პირველ ტაიმში სლოვენიელებმა 26 ჯარიმა ისროლეს, ჩვენ - 6. ერთი მხარის სასარგებლოდ არასპორტული ჯარიმა დანიშნეს, მეორე მხარის სასარგებლოდ - არა. ერთი მხარის სასარგებლოდ ტექნიკური ჯარიმა დაუსტვინეს, მეორე მხარის სასარგებლოდ - არა. ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვფიქრობ, ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, დღეს რა მოხდა. ვენესუელას რაც შეეხება, მოსაგები მატჩი გვაქვს და ძლიერ გუნდს ვხვდებით, თუმცა ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ და რაღაც მიზეზების გამო, კონცენტრაცია დავკარგეთ“, - დასძინა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელასთან მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 12:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ