ბარსელონა, ბაიერნი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

ყველაფერი შეთანხმებულია - კანსელუ კატალონიაში დღეს გაფრინდება

ჟოაუ კანსელუ საგა დასასრულს უახლოვდება. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ამ მომენტში „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ ბიუროკრატიულ საკითხებს აგვარებენ და ყველაფერი შეთანხმებულია. ოფიციალური კონტრაქტი დღეს გაფორმდება.

ამ მომენტისთვის, პორტუგალიელი უკანახაზელი კატალონიაში გასამგზავრებლად ემზადება. მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა და კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბარსას კანსელუს გამოსყიდვა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟოაუს პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო იჯარის წესით „ბაიერნში“ გადავიდა, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ მისი გამოსყიდვა არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები