ბაიერნი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

8 თვიანი პაუზის შემდეგ - ნოიერმა ვარჯიში განაახლა

გერმანული მედია „ბაიერნის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მანუელ ნოიერი 8 თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. გერმანელმა მეკარემ ტრავმის მიღების შემდეგ, გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ვეტერანმა კარის დარაჯმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა.

ნოიერს ფეხით თამაში უჭირდა და ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ეგ ქმნიდა. ასევე შეგახსენებთ, რომ მანუელის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე სწორედ ფეხით თამაშია.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდი ახალ მეკარეს არ იყიდის და ნოიერის ბოლომდე გამოჯანმრთელებას დაელოდება.

როგორც მოგეხსენებათ, „რეკორდმაისტერი“ იან ზომერმა დატოვა და კარიერას „ინტერში“ აგრძელებს. ამის პარალელურად კი ტომას ტუხელის გუნდი ამ მომენტისთვის მხოლოდ ულრაიხის იმედზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები