ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
Aa
Aa

ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პოლონურ პრესაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. „ვისლას“ გულშემატკივრები პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდის, „პუსჩას“ მთავარ გოლკიპერს, კევინ კომარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სერიოზული დაზიანებები მიაყენეს.

გასულ სეზონში, პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში ასასვლელად გამართულ პლეიოფში, „ვისლა“ „პუსჩას“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. იმ შეხვედრაში, „პუსჩას“ კარს 20 წლის კომარი იცავდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. SportoweFakty-ის ინფორმაციით, შაბათ საღამოს, მასთან ორი ახალგაზრდა გულშემატკივარი მივიდა. ისინი ფეხბურთელს ჯერ დაემუქრნენ, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რის დროსაც, ყვიროდნენ, რომ ეს წაგებული მატჩისთვის შურისძიება იყო.

სხვა დაზიანებებთან ერთად, კომარმა ხელიც მოიტეხა და საავადმყოფოში მივიდა, სადაც ერთ-ერთ თავდამსხმელს შეეჩეხა, რომელსაც მასთან ჩხუბის გამო, დაზიანებები ჰქონდა მიღებული. თავდამსხმელმა ახალგაზრდა გოლკიპერს უთხრა, რომ თუ პოლიციას მიმართავდა, უფრო ცუდი რამ ელოდა, რადგან იცოდნენ, სად ცხოვრობდა. კომარმა ექიმს განუცხადა, რომ ხელი კედელს მიარტყა.

მიუხედავად ამისა, სახლში მისვლისას მაჩეტეებით შეიარაღებული გულშემატკივრები დაინახა და პოლიციას დაუკავშირდა. SportoweFakty-ის მიხედვით, იგი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა და ვარაუდობენ, რომ 2023 წელს მოედანზე ვერ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია ბოლო წუთზე დამარცხდა | მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია
ვალენსია ბოლო წუთზე დამარცხდა | მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია